რეკლამა
ილია წულაია - "არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას" (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ილია წულაიამ, ქალაქ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზაჰესის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მათ მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და სურვილები. შეხვედრის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ,,ჩემი ამოცანაა, რომ ბატონი დავითი უშუალოდ გაეცნოს ზაჰესში არსებულ პრობლემებს. ის არის პასუხისმგებელი ქალაქის მოწესრიგებაზე.

მე ვიქნები თქვენი შუამავალი თბილისის მერიასთან და არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას მანამ, სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს რაც იქნება ზაჰესის მოსახლეობისთვის და ზოგადად ჩემს ამომრჩევლებისთვის მისაღები."- განაცხადა ილია წულაიამ. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირობა მისცა რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები სისტემატიურ სახეს მიიღებს და გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება.


"მე ვიქნები თქვენი გულშემატკივარი, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რომ თქვენი პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანო, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილია ყველა ის პროექტი რომლის ამოქმედების შემდეგაც, დღეიდან 4 წლის თავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვილით, ჩვენ მივაღწევთ ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას".


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.