რეკლამა
ნუგზარს სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე ამომრჩევლებს შეხვდნენ (R)
FaceBook
საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ნუგზარს სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატები სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად კაკაბაძისა და შარაშიძის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდენენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვაცნობთ თუ რა გაკეთდა განვლილი 4 წლის განმავლობაში და რას ვაპირებთ მომავალში. არის გლობალური პროექტები, რომელთა შესახებ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ეს გახლავთ ჯანდაცვის, ეკონომიკის, დასაქმების და სხვა მიმართულებები. გარდა ამისა ვეცნობით მოსახლეობის მოთხოვნებს, მათ აქვთ გარკვეული პრობლემები, ეს შეიძლება იყოს გზა, მიწისქვეშა კომუნიკაცია. ჩვენ ამ საკითხებს ვსწავლობთ და მათთან ერთად ყველა ეს პრობლემა დაყვანილი იქნება მინიმუმამდე"-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ნუგზარ სურმანიძემ.

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო პროგრამა არის გათვლილი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე, ძლიერი ეკონომიკის შექმნაზე და მოსახლეობის დასაქმებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად ვიზრუნოთ საზოგადოების კეთილდღეობაზე"-აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია, რომელმაც მოსახლეობას განვლილი 4 წლის განმავლობაში განხორციელბული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მოსახლეობას წარუდგინა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა.

"8 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება."
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.