რეკლამა
იოსებ მაკრახიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს (R)
FaceBook
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორში ვერხვების, კომბინატის, სადგურის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს პარტია " ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ხელისუფლების მიერ მომდევნო 4 წლის განმვალობაში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. იოსებ მაკრახიძე დასახლებებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და მოსახლეობასთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება. თანამედროვე სახელმწიფოს შენების გამოწვევას პასუხობს ხელისუფლების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ეკონომიკური განვითარების ამოსავალი წერტილი კერძო სექტორის განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ხელშეწყობაა. ქართულ სინამდვილეში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ქვეყანაში გაჩნდა "სტარტაპების" დაფინანსების პროგრამა. არც ერთი ბიზნეს იდეა, რომელსაც აქვს განვითარების პოტენციალი, არ რჩება დაფინანსების გარეშე", - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის დასაქმებას ეთმობა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლება 257 ათასი უმუშევრით ჩაიბარა და არასწორი პოლიტიკის გამო მმართველობა 305 ათასი უმუშევრით დაასრულა. "ქართული ოცნება" შემდგომი 4 წლის განმავლობაში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილს შექმნის. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.