რეკლამა
ცნობილი ქართველი სპორტსმენები დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად სოფელ გალავანს ეწვივნენ (R)
FaceBook
მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპორტესმენისა და სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის მშობლიური სოფელია, დღეს ცნობილი ქართველი სპორტსმენები ჩავიდნენ.

ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური, სოსო ჯაჭვლიანი, გიორგი ბაინდურაშვილი, მირიან პავლიაშვილი, ფეხბურთელი გელა კეტაშვილი და სხვები მცხეთაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად ჩავიდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრისას სპორტსმენებმა ხაზი გაუსვეს "ქართული ოცნებისა" და დიმიტრი ხუნდაძის უპირატებობებს, ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი მაღალჩინოსნები კვლავ ცდილობენ პოლიტიკაში დაბრუნებას და მოსახლეობამ მათ ამის საშუალება არ უნდა მისცეს.

დიმიტრი ხუნდაძემ გალავნელებს მიმართა, რომ არჩევანი არა ნაცნობობით და ნათესაობით, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ გააკეთონ.

"დღეს აქ, არჩილ ჩოხელის მემორიალთან, სიმბოლურად გადავწყვიტეთ თქვენთან შეხვედრა. ყველასათვის საამაყო სპორტსმენი, თქვენი სოფლის შვილი არჩილ ჩოხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ იმსხვერპლა. უფლება არა გვაქვს, იმ სისხლიან რეჟიმს დღეს კვლავ მივცეთ შანსი, დაბრუნდნენ პოლიტიკაში და კვლავ ჩვენი შვილების სიცოცხლე შეიწირონ. "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას აჩუქა მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია თქვენი სიცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ შევძელით კორუფციული სქემიდან სახელმწიფო ღირსეული მართვის სქემაზე გადაგვეყვანა. ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას და ამას აუცილებლად შევასრულებთ. ვიცით, რომ ჯერ ყოფითი პრობლემები ისევ არის, მაგრამ შემდგომი 4 წელი უკვე ამ პრობლემების დასასრული იქნება. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ხედავთ ქვეყნის წინსვლას და თქვენი არჩევანიც შესაბამისი იქნება",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.