რეკლამა
ირაკლი აბუსერიძე - დღევანდელი ახალგაზრდობა ხვალინდელი საქართველოს ფუნდამენტია (R)
FaceBook
ისნის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა რაიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

ირაკლი აბუსერიძის თქმით, ვაზისუბნის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, სადაც ბავშვები სპორტის სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ განვითარებას.

"ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ასეთი თბილი დახვედრისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ყოველ შეხვედრაზე ვხედავ ბავშვების და ახალგაზრდების იმედით, სიკეთით სავსე თვალებს და გულწრფელ ღიმილს. ისინი მხოლოდ პოზიტივს ასხივებენ. ჩემთვის მათი მომავალი მნიშვნელოვანია. დღევანდელი ახალგაზრდობა ხვალინდელი საქართველოს ფუნდამენტია.

არაერთი შეხვედრის მიუხედავად, სასაუბრო მაინც ბევრია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ თავის დროზე უყურადღებოდ დარჩენილ ჩვენს რაიონს მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, ამიტომაც გაჭირდა ყველაფრის მოგვარება. დღეს მე უკვე კარგად ვიცნობ რაიონში არსებულ პრობლემებს. გამარჯვების შემდგეგ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თქვენთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებას. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ ხმას მისცემთ მომავალს და ერთად ავაშენებთ უფრო ძლიერ და ღია მმართველობის მქონე სახელმწიფოს," - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.