რეკლამა
კახი კალაძე გურიაში ახლაგაზრდებს შეხვდა (R)
FaceBook
"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ქვეყნის განვითარებაში, თქვენი ყოველდღიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების ფერხულში ძალიან მნიშვნელოვანია", -ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გურიაში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" დღეს გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ სტუდენტებს.

კახა კალაძემ "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, პარტიის გენერალურმა მდივანმა სტუდენტების მიერ დასმულ ყველა აქტუალურ შეკითხვას უპასუხა.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაზე ვიმყოფები. როდესაც მითხრეს, რომ ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო შესაძლებელი, მაშინვე დავთანხმდი. ყოველთვის მივესალმები ახალგაზრდებთან შეხვედრას, რადგან თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა",-აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტიის გენერალურმა მდივანმა ახალგაზრდებს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა, ვინაიდან მისი შეფასებით, ქვეყნის მშენებლობაში ყველამ უნდა შეიტანოს პატარა წვლილი.

"მინდა ყველას გთხოვოთ, მოგიწოდოთ, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი 8 ოქტომბერს. ხმა მიეცით თქვენს მიერ შერჩეულ პოლიტიკურ ძალას. არ აჩქარდეთ, გაეცანით ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების ხედვას. ნახეთ რა გეგმები აქვთ, რამდენად რეალური და შესრულებადია ეს ყველაფერი. კარგი ანალიზი გააკეთეთ და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა",-დასძინა კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.