რეკლამა
იოსებ მაკრახიძე სოფელ ხელთუბნის მცხოვრებლებსა და დევნილებს შეხვდა (R)
FaceBook
"მომდევნო 4 წლის განმავლობაში დევნილების სოციალური პაკეტების ბიუჯეტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება."
წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მოსახლეობასა და გორში, ვერხვების კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის , განათლების სფეროების ოთხწლიანი გეგმა გააცნო და მოსახლეობასთან ერთად არსებული პროლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

"ჩვენი ხელისუფლებისთვის დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი თუ საარსებო პირობების გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. გასული 4 წლის განმავლობაში, დევნილი ოჯახებისთვის სოციალური პაკეტების განხორციელებაში, ბინის ქირა, ერთჯერადი ფულადი დახმარება და სხვა, სახელმწიფოს მხრიდან 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დევნილების სოციალური პაკეტების ბიუჯეტი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას",-აღნიშნა მაკრხიძემ დევნილებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ძლიერი გლეხი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია.

"ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი აგროპოლიტიკის შედეგად სოფლის მეურნეობაში უკვე შეიმჩნევა ტენდენციები წარმოების ზრდის, საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს. დაინერგება მორწყვის თანამედროვე სისტემები და 200 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მორწყული მიწის ფართობი", - განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.