რეკლამა
"ქართული ოცნების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას დასაქმების პროგრამა გააცნო (R)
FaceBook
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ახალსოფლის, ახალშენისა და ნაწრეთის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა.

ადგილობრივები თემურ ხუბულურს სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

"2017 წლიდან ხელისუფლების მხარდაჭერით რეგიონებში დაიწყება საინვესტიციო აქტივობებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელება. ჩვენი აგროპოლიტიკის მთავარი მიმართულება სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება. კიდევ უფრო დაიხვეწება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს. დაინერგება მორწყვის თანამედროვე სისტემები და 2 00 ათას ჰექტრამდე გაიზრდება მორწყული მიწის ფართობი",-აღნიშნა ხუბულურმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია დასაქმების პრობლემის მოგვარებაა.

„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მაშტაბით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმლი, რაც მოხდება მოგების გადასახადის რეფორმის, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ტურიზმის განვითარების გზით“, - განაცხდა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.