რეკლამა
ზაზა პაპაუაშვილი - თამამად მივდივარ ამომრჩევლებთან, როგორც ჩემი გუნდის წარმომადგენელი (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი კარგარეთელის ქუჩის N11-ის მაცხოვრებელს შეხვდა.

ზაზა პაპუაშვილმა ამომრჩევლებთან პარტიის მთავარ გზავნილებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებზე და ამომრჩეველს სამთავრობო გუნდის ძირითადი პრინციპები, ამოცანები და გეგმები გააცნო.

"საქართველოს ასეთი პრემიერი ჯერ ჰყოლია. მე თამამად მოვდივარ თქვენთან, როგორც ჩემი გუნდის წარმომადგენელი. მე მაქვს იმის საფუძველი, რომ ვიყო მხარშიგაშლილი, რადგან უამრავი რამ გაკეთდა, კეთდება და კიდევ გაკეთდება. ვენდობი გიორგი კვირიკაშვილის მომავლის ხედვას", - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კამპანია დიდუბის რაიონში აქტიურ ფაზაში შევიდა. მე-15 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა პაპუაშვილი, მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება.

კარაგრეთელის ქუჩის გარდა, პაპუაშვილი დღეს, ბაქოს ქუჩის N1-ში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდა. როგორც ჩიკვილაძემ აღნიშნა, ამ რაიონში პრობლემათა ნაწილი აღმოფხვრილია, ხოლო მიმდინარე საკითხებზე უკვე მუშაობენ გამგეობა და შესაბამისი უწყებები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისი, საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, იზიდავს უძრავი
ქონების მყიდველებს ხელმისაწვდომი ფასებით, მყუდრო გარემოთი და
განვითარებული ინფრასტრუქტურით.
06:40 / 13.12.2024
ქუთაისი, საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი, იზიდავს უძრავი ქონების მყიდველებს ხელმისაწვდომი ფასებით, მყუდრო გარემოთი და განვითარებული ინფრასტრუქტურით.
კრიპტოვალუტის მუდმივად ცვალებად ბაზარზე ორი გიგანტი - ბიტკოინი და
ეთერიუმი, გამუდმებით იზიდავს ინსტიტუციური ინვესტორების ყურადღებას.
17:22 / 28.11.2024
კრიპტოვალუტის მუდმივად ცვალებად ბაზარზე ორი გიგანტი - ბიტკოინი და ეთერიუმი, გამუდმებით იზიდავს ინსტიტუციური ინვესტორების ყურადღებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.