რეკლამა
დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)
FaceBook
დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთის ბაღებსა და სკოლებს ეწვია და აღსაზრდელებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

"დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება. დღეს თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ ჯერ კიდევ ბავშვურ, მაგრამ შედარებით გათვიცნობიერებულ ცხოვრებაში. მინდა მოგილოცოთ სწავლის დაწყება და გისურვოთ დიდი განათლების მიღება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მცხეთის საკეთილდღეოდ. მსურს თითოეულ თქვენგანში ვხედავდე მომავალ ექიმებს, პედაგოგებს, ეკონომისტებს, იურისტებს, ხელოვანებს, დეპუტატებსა და სახელმწიფო მოხელეებს. მსურს თითოეული თქვენგანის მიერ მიღებული ცოდნა ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასიკეთოდ აისახოს. თქვენა ხართ საქართველოს მომავალი და გპირდებით, არ დაგიტოვებთ ისეთ ქვეყანას, სადაც კვლავ დაგჭირდებათ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, კეთილდღეობისთვის. თქვენ აუცილებლად გექნებათ ძლიერი და ბედნიერი საქართველო",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღესვე, დიმიტრი ხუნდაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მცხეთის წმიდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.