რეკლამა
ოთარ დანელია - ერთად უნდა დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლისუნარიანობა (R)
FaceBook
„ქართული ოცნების“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია რაიონში არსებული მსხვილი კომპანიის „აგრი-ჯორჯიაში“ („ფერეროში“) მომუშავე პერსონალს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი ადგილობრივებისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა და მათი წინადადებების მოსმენა იყო.

კანდიდატი, ასევე, იმყოფებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის (მუხურჩა, ვედიტკარი, ბანძა, ნოჯიხევი, ლეხაინდრაო, ნაჯახაო) და აბაშის მუნიციპალიტეტის (კაპანა, ონტოფო, სეფიეთი, სამიქაო-მაიდანი, საკაჭარავოს უბანი) სოფლებში.

ოთარ დანელია მათ სოფლის მეურნეობის სფეროში გატარებულ რეფორმებზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და რაიონების პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა.

„სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობის პერიოდში, საკმაო გამოცდილება მივიღე. აქტივს, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში დავაგროვე, მარტვილისა და აბაშის განვითარებისათვის გამოვიყენებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობა ხელშესახები გახდეს. ჩვენ შევძლებთ, რომ ოჯახებზე წარწერა: „სახლ-კარი იყიდება“ აღარ იყოს, სოფელს სიცოცხლისუნარიანობას დავუბრუნებთ. ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაციით და თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ქალაქის განვითარების ახალ რელსებზე გადაყვანას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.