რეკლამა
თამაზ ნავერიანი მარნეულში ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებს გაეცნო (R)
FaceBook
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 36-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი ამჯერად, იაღლუჯის ქ. N70–ში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატი დეტალურად გაეცნო მარნეულში, ე.წ ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრები, საჩხერიდან მიწისძვრის დროს ჩამოსახლებული ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებს.

ეკომიგრანტებთან შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოახსენეს, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შესახებ.

მათი განმარტებით, თვითმმართველობა მაქსიმალურადაა ჩართული იმ იდეის განხორციელებაში, რომელიც ეკომიგრანტებისათვის მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო – სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი სახლების აშენებას და ეკოსოფლის დაარსებას გულისხმობს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა გეოლოგიური დასკვნის მომზადება და ტოპო გეგმების შედგენაც.

მაჟორიტარობის კანდიდატი ეკომიგრანტებს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მათთვის საცხოვრებელი სახლის აშენების საქმეში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების მართვის ქართული პროგრამაა,
რომელიც 3000- მდე სავაჭრო ობიექტს უმარტივებს გაყიდვა-აღრიცხვის
პროცესებს.
13:02 / 06.02.2024

ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების მართვის ქართული პროგრამაა, რომელიც 3000- მდე სავაჭრო ობიექტს უმარტივებს გაყიდვა-აღრიცხვის პროცესებს.

გსურს, შენი ბიზნესი უფრო წარმატებული იყოს ❓
16:40 / 09.01.2024
გსურს, შენი ბიზნესი უფრო წარმატებული იყოს ❓
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.