რეკლამა
ირაკლი ხახუბიამ ამომრჩეველს ფოთში დაგეგმილი პროექტები გააცნო (R)
FaceBook
ყოფილი ხელისუფლების მიერ ფოთის პორტისა და სააავადმყოფოს გასხვისებით გამოწვეული სირთულეები, არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზები და "ქართული ოცნების" ეკონომიკური პროგრამა.


ამ თემებზე ისაუბრა "ქართული ოცნებიდან" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

ნაბადის უბანში კანდიდატთან შესახვედრად მისული მოსახლეობა ქალაქის განვითარების კონკრეტული პროგრამებით დაინტერესდა.

როგორც ხახუბაიმ აღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ქალაქის საავადმყოფო გაასხვისა, რაც ფოთში ჯანდაცვის სეგმენტში სერიზოული პრობლემების მიზეზი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით უკვე შემუშავებულია "ემერჯენსის" განვითარების პროექტი, რაც მრავალ პრობლემას მოაგვარებს ფოთელებისათვის.

კიდევ ერთი შეხვედრა ამომრჩევლებთან კუნძულის უბანში შედგა. ირაკლი ხახუბიამ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიმდინარე და ახალი დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ხახუბიამ განმარტა, რომ ფოთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალური გეგმა მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია სანაპირო ზოლის განაშენიანება. რაც ქალაქში ტურიზმის სეგმენტს განავითარებს. ირაკლი ხახუბია ამომრჩევლებს მალთაყვის უბანშიც შეხვდა.

საუბარი მამართველი გუნდის მიერ ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად ფოთში განხორციელებულ რეფორმებს შეეხო. როგორც ირაკლი ხახუბაიმ აღნიშნა, ფოთში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახალი ბულვარის მშენებლობა ქალაქის მოსახლეობისათვის ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ბიზნესის განვითარების კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელზეც ირაკლი ხახუბიამ გაამახვილა ყურადღება, ინფრასტრუქტურული პროექტებია - ქალაქის შიდა გზებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.