რეკლამა
დავით სონღულაშვილი ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო (R)
FaceBook
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სოფლების ვაზისუბნისა და ველისციხის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის მიზანი ადგილობრივებისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა და მათი პრობლემების მოსმენა იყო. შეხვედრისას მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

შეხვედრების დასასრულს, დავით სონღულაშვილმა ვაზისუბანში გოჩა კობახიძის, ხოლო ველისციხეში სოფო ყავალაშვილის ოჯახები მოინახულა. გოჩა კობახიძეს ზურგის ტვინის სიმსივნე აქვს, იგი 12 წელია, ლოგინადაა ჩავარდნილი და დახმარებას დაპირდა.

სოფო ყავალაშვილი კი, მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტია. მან ქვეყნის მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა. დავით სონღულაშვილმა მას მიღებული შედეგი მიულოცა და წარმატება უსურვა. "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სოფოს მსგავს ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი წარმატების მიღწევაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემო, რომ მათ შეეძლოთ თვითრეალიზაცია, ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა. ნათელი მომავალი ახალგაზრდების განვითარებაშია", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.