რეკლამა
გოჩა ენუქიძე – კურორტ თეთნულდის განვითარება ადგილობრივების დასაქმების დიდ შანსს გვაძლევს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მულახის, ლატალისა და ლენჯერის თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც 39 სოფელი შედის.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო.

როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, გასული ოთხი წლის განმავლობაში სოფლების უმეტესობაში "სოფლის მხარდაჭერით პროგრამით" წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაცია განხორიციელდა.

"დასრულდა უშგულის წყალმომარაგების სისტემის ახალი პროექტი, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა საოჯახო ტიპის სასტუმროები, ამავე პროგრამით დაფინანსდა ზემო-სვანეთში მეფუტკრეობის განვითარება, გაიხსნა რამდენიმე სამკერვალო და სახელოსნო. რამდენიმე ბენეფიციარმა ტურისტებისთვის კოტეჯები ააშენა. ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სოფლების განვითარება გაგრძელდება. მთის კურორტ თეთნულდის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დიდ შანსს გვაძლევს", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს.

"ეს მაძლევს დიდი სტიმულს და იმედს, რომ 8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავძლევთ ყველა პრობლემას. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე, ამიტომ ყველა სოფელში მისვლა და თითოეულ ადამიანთან შეხვედრა აუცილებელია", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.