რეკლამა
გელა სამხარაულმა ამომრჩევლებს ახამეტაში დაგეგმილი ინფრასტრქტურული პროექტები გააცნო (R)
FaceBook
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფლების ყარაჯალას, სანიორესა და ნაფარეულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც მონაწილეობდა. ამომრჩეველთან საუბრისას აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინტიტუტების გასაძლიერებლად მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ქვეყნის განვითარების მყარი საფუძველი შექმნა. მომდევნო ოთხი წელი კი, ყველა დაწყებული რეფორმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას სჭირდება.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ გელა სამხარაულის პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პრინციპულობა ამომრჩევლისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ახმეტაში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო სერვისებით სწრაფად და ხარისხიანად სარგებლობის საშუალება ექნება. ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ მიზნით 600 000 ლარი გამოიყოფა. შეხვედრებში ახმეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.