რეკლამა
ირაკლი სესიაშვილი – მინდა ჩემი ქალაქი გახდეს თბილისისა და ბათუმის მსგავსი ტურისტული კერა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა თელავის N5 საარჩევნო უბნის ამომრჩეველთან გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. მათ შორის განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

"მაქვს თელავის განვითარების ჩემეული ხედვა. მინდა, რომ ჩემი ქალაქი, რომელიც არის დიდი კულტურის და ისტორიის მქონე, გახდეს თბილისისა და ბათუმის მსგავსი ტურისტული კერა, თანამედროვე პარკებით, ღია კინოთეატრებით, სკეიდბორდისა და ველო მოედნებით, მოხდეს ცივის მთის ათვისება, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე სასტუმროები", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

საუბარი ასევე შეეხო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ იგეგმება სწავლების ახალი მოდელის შექმნა, რომლის საფუძველზეც აქცენტი პრაქტიკაზე დაფუძნებულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ განათლებაზე გაკეთდება.

დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ბიზნესისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას; ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, 2016 წლიდან დაიწყო ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა "სტარტაპ საქართველო". იგეგმება ორასი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.

"ჩემი სურვილია, თელავში შეიქმნას რამდენიმე საწარმო, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ვაწარმოებთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომელიც მთლიანად გაუწევს კონკურენციას უცხოურ ნაწარმს", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.