რეკლამა
კახი კალაძე – გვაქვს ვალდებულება, ყველა დაპირება შევასრულოთ (R)
FaceBook
"ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გვაქვს ვალდებულება, ყველა დაპირება შევასრულოთ".

"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე, "ქართული ოცნების" ქუთაისის 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გენადი მარგველაშვილთან ერთად, კახიანაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, ხაზი გაესვა "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს.

"კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ყველა პრობლემა მოგვარდება და გაძლევთ პირობას, რომ თქვენთან ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ჩვენ ვართ თქვენს სამსახურში. ჩვენ ვართ თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები და გვაქვს ვალდებულება, ყველა დაპირება შევასრულოთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გენადი მარგველაშვილს. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომებრს ყველა ერთად ვიზეიმებთ დიდ წარმატებას, რასაც "ქართული ოცნების" გამარჯვება ჰქვია", - აღნიშნა კახი კალაძემ.

"ქართული ოცნების" ქუთაისის 47–ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გენადი მარგველაშვილის თქმით კი, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება, წარმოადგინოს ქუთაისი საქართველოს პარლამენტში.

"ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" გუნდი მზად არის, მუხლჩაუხრელად და თავდაუზოგავად აკეთოს კეთილი საქმეები მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.