რეკლამა
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის, ხერთვისის, ტოლოშისა და აწყვეტას მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ,,ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე ორიენტირებული პროექტები. მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომლითაც მაღალმთიანი სოფლები ისარგებლებენ. ასპინძის მუნიციპალიტეტზე კი იგი სრულად ვრცელდება.

"მე ვიცნობ თქვენს პრობლემებს, ყველანაირად ვეცდები, რომ ეტაპობრივად მოვაგვაროთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, "ქართული-ოცნება“ დღეს არის ფავორიტი პოლიტიკური პარტია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

ამასთან, ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარძიის მახლობლად, ვანის ქვაბებში მდებარე მონასტერში, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვას დაესწრო.

თავის მხრივ, ამომრჩეველთან შეხვედებს განაგრძობს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე.

ამჯერად იგი შევჩენკოს პირველი ჩიხის, შევჩენკოს მეორე ჩიხის,თამარაშვილის 41-41ა, თამარაშვილის 6-8 და თამარაშვილის 2-4 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი საჭიროებები მოისმინა.

„საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა“,-განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.