რეკლამა
დიმიტრი ხუნდაძე წეროვანის დევნილთა დასახლებაში კახა კალაძემ წარადგინა (R)
FaceBook
წეროვანის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინა.

დიმიტრი ხუნდაძის მხრდასაჭერად წეროვანში ჩავიდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი და სხვა საზოგადო სახეები. დიმიტრი ხუნდაძის მხრდასაჭერად 1000-მდე ადგილობრივი მოსახლე გამოვიდა.

კახა კალაძემ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და ამომრჩეველს ოცნებისა და მისი კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დიმიტრი ხუნდაძის მიერ 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო მოღვაწეობაზე ისაუბრეს სოზარ სუბარმა, გიორგი ვოლსკიმ და ზაქარია ქუცნაშვილმა.

განსაკუთრებით კრიტიკული იყო ზაქარია ქუცნაშვილის გამოსვლა, რომელმაც ხუნდაძის ოპონენტზე, ცეზარ ჩოჩელზე ღიად ისაუბრა და დევნილებს შეახსენა გასული წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული საქმეები, განსაკუთრებით, ახალგორის დაკარგვა და მცხეთის გაყიდული მიწები. ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ასევე ლიახვის ხეობის მკვიდრმა გურამ ვახტანგაშვილმა, რომელმაც ახალგორელებს და ხეობელებს „ქართული ოცნების“ და დიმიტრი ხუნდაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ბოლოს, ამომრჩევლის წინაშე წარსდგა თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა 4 წლის განმავლობაში კონკრეტულად წეროვნის, წილკნის და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული პროექტები. ასევე, წარმოადგინა საკმაოდ გრძელი სია იმ დაპირებების, რასაც მომავალ 4 წელიწადში განახორციელებს. დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან სუფთად გაიარა სადეპუტატო პერიოდი და თავისი დაპირებების 90%-ზე მეტი აასრულა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.