რეკლამა
გრიგოლ ლილუაშვილი ხონში მცირე მეწარმეებს შეხვდა (R)
FaceBook
"ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით და მიიღო ის სესხი, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს."

ეს კომენტარი ქართული ოცნების კანდიდატმა ხონში "ლელო 2014–ში" და შპს "ივერიაში " სტუმრობის შემდეგ გააკეთა.

შპს "ივერიას " დამფუძნებელი ავეჯის წარმოებაზე მუშაობს და პარალელურად სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებითაა დაკავებული. მეპატრონის ვალერი ქათამაძის განმარტებით სასათბურე მეურნეობის გასანვითარებლად საჭირო 100 ათასი ლარი აგრო კრედიტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ნულ პროცენტად მიიღო, რაც ბიზნესის ხარისხიან განვითარებაში დაეხმარა.

კოოპერატივი "ლელო 2014" ყოველღიურად ერთ ტონა რძეს ამუშავებს. საწარმოში დღეისათვის ექვსი სახეობის ყველი იწარმოება, ასევე მზადდება კარაქი, ხაჭო და ყველა ტიპის რძის პროდუქტი, რომელიც სარეალიზაციოდ ადგილობრივ ბაზარზე გააქვთ. კოოპერატივში ათი ადამიანია გაერთიანებული და 25 თანასოფლელია დასაქმებული.სახელისუფლები კანდიდატი დეტალურად გაეცნო მათ ბიზნეს გეგმას და გაფართოებაში დახმარებას დაპირდა.

"თუ არ დავიზარებთ და კონკრეტული გეგმით მივმართავთ სახელმწიფოს, მივიღებთ იმ დაფინანსება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროკრედიტის ფარგლებში გვთავაზობს. ბიზნესის განვითარებით კი დავეხმარებით საკუთარ ოჯახებს, სოფლებს, ქალაქებს და ქვეყანას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთოს ადამიანმა ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით," – განმარტა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონის მცირე საწარმოების დათვალიერების შემდეგ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის
გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია
Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ
დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური
მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას
დაესწრნენ.
18:37 / 21.01.2026
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო
არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა,
ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი
მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
16:20 / 23.12.2025
ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო პროდუქციის ფართო არჩევანი შოპინგის პროცესს უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის. თუმცა, ასორტიმენტის ზრდასთან ერთად იმატებს რისკიც, რომ შეძენილი პროდუქტი მოლოდინებს ვერ გაამართლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.