რეკლამა
გურჯაანში ფრანგული აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება (R)
FaceBook
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში უახლოეს მომავალში ფრანგული აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება.

ამის შესახებ „კახეთი-იონის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ერიკ ჟანტიმ დავით სონღულაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფრანგულ მხარესთან დაწყებულია მოლაპარაკებები შემდგომი პროცედურების შესახებ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს აგრონომის პროფესიას, გაეცნოს მიმდინარე აგროსიახლეებს და პრაქტიკები საფრანგეთში, ბურგუნდიის აგროტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიაროს.

„ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ფრანგულ მხარესთან საუბარი, თუ რა შეგვიძლია ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ ამ პროექტის განვითარებისთვის. დავითი ჯერ მხოლოდ კანდიდატია, მაგრამ უკვე აქტიურად ჩართულია პრობლემების გადაწყვეტაში” ,- აღნიშნა ბურგუნდიის რეგიონის საბჭოს წევრმა "კახეთი-იონის" გამგეობის თავმჯდომარე, ერიკ ჟანტიმ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს -
კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
14:20 / 17.09.2026
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი —
ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს,
ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას
უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც
საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის
მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
10:55 / 03.09.2026
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი — ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს, ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.