რეკლამა
ზაქარია ქუცნაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სოფლებში: გუდაური, კობი, ყანობი, ხურთისი, ფხელშე, გორისციხე.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან რეგიონში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის, მტკნარი და მჟავე წყლების წარმოების ინდუსტრიაში. ჩვენს მიერ მიღებული "მთის განვითარების კანონი" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთის საწარმოების შექმნას და მოხევეების დასაქმებას. კულტურული მემკვიდრეობის და ბუნების ძეგლების სიმრავლე დაეხმარება ყაზბეგს კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისათვის. დაბა სტეფანწმინდა და მისი მიმდებარე სოფლები, კობი - გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობის შემდეგ, გახდება საქართველოს პირველი ოთხივე სეზონის კურორტი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.