რეკლამა
გოგი მეშველიანი გეტას, სენების, ძეძვნარიანის, იწრიასა და ტანძიის სოფლების მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი გეტას, სენების, ძეძვნარიანის, იწრიასა და ტანძიის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მუნიციპალიტეტში ორწლიანი მუშაობისა და განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს.

თავის მხრივ, გოგი მეშველიანმა მოსახლეობისგან ადგილზე ჯერ კიდევ არსებული პრობლემები მოისმინა და მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

"მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი კი არის ის, რომ მისი საქმიანობა ხორციელდება მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეში. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ჩემი მუშაობის პერიოდში მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის შეუზღუდავი იყო ორმხრივი კომუნიკაცია , რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის ჩართულობას პრიორიტეტების განსაზღვრის, განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შერჩევის პროცესში. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვისმენდით და ვითვალისწინებდით ხალხის აზრს. თუკი მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში ნდობას გამოგვიცხადებს , ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება და მე ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა", - განაცხადა "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს " ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.