რეკლამა
გიორგი ლილუაშვილი – მინდა ვაკეთო ის საქმე, რომელიც ქვეყანას ჭირდება (R)
FaceBook
"პარლამენტში არ მივდივარ იმისთვის, რომ ოპონენტებთან ვიპაექრო, მე მინდა ვაკეთო ის საქმე, რომელიც ქვეყანას ჭირდება, გამოვიყენო წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ჩემი წვლილი შევიტანო იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ჯერ კიდევ არის სოფლებსა და ქალაქებში."

ეს განცხადება გრიგოლ ლილუაშვილმა ხონში, სოფელ საწულუკიძიანოში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

"ქართული ოცნების" კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა მოსახლეობას საშუალება მისცა ყველა ის კითხვა დაესვათ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატიდან პასუხს საჭიროებდა.

"ეს არის სოფელი, რომელმაც ქვეყანას გმირი გაუზარდა, 2008 წლის ომში დაღუპული ვეფხია ჯიშკარიანი სწორედ ამ სოფლის მკვიდრი იყო. მე არ მაქვს უფლება პასუხისმგებლობით არ მოვეკიდო ამ ადამიანების პრობლემებს. დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც სოფელს აწუხებს, სხვა შეხვედრების მსგავსად, აქაც ის საკითხები გამოიკვეთა, რომელიც სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას აწუხებთ. მე ყველა ღონეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ გვერდით დავუდგე ამ ადამიანებს და პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს დროულად მოვაგვაროთ,"– განაცხადა "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძიანოში გამართულ შეხვედრაზე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წინასაახალწლო ფუსფუსის უმთავრესი დეტალი საჩუქრების არჩევასთან
დაკავშირებული მღელვარებაა, რომელიც, იმავდროულად, ძალიან სასიამოვნო
პროცესადაც გვევლინება ხოლმე.
14:49 / 20.12.2022
წინასაახალწლო ფუსფუსის უმთავრესი დეტალი საჩუქრების არჩევასთან დაკავშირებული მღელვარებაა, რომელიც, იმავდროულად, ძალიან სასიამოვნო პროცესადაც გვევლინება ხოლმე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.