რეკლამა
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს შეხვდა.

პირველი შეხვედრა ასპინძის ამომრჩეველთან მაღალმთიანი სოფლებით დაიწყო: ჭობარეთი,ზველი,ივერია, ოშორა. დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ,,ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე ორიენტირებული პროექტები-უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები,უფასო საბავშვო ბაღები, საყოველთაო ჯანდაცვა.

გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდება. იგი გლობალურ საკითხებსაც შეეხო: სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას,სამართლიანობისა და თავისუფლების ხარისხის გაზრდას ქვეყნაში.

„საქართველოს მშვიდი,სწრაფი,სტაბილური განვითარება სჭირდება. სამშობლოს მარტო ხელისუფლება ვერ მიხედავს, მას ხალხმაც უნდა მიხედოს, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად,ვინაიდან ერთად ბევრს შევძლებთ“,-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გედევან ფოფხაძემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა,რაც ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს შეეხებოდა: გზა, სარწყავი წყალი,გაზიფიცირება.

„მე ვხედავ და გულთან მიმაქვს თქვენი პრობლემები, ყველანაირად ვეცდებით, რომ ორ-სამ წელიწადში თქვენ გქონდეთ საბავშვო ბაღი, თუმცა ყველაფერი ერთად ვერ გადაწყდება. მაგალითად, გაზიფიცირება, უპირველესად ცენტრალურ მაგისტრალთან არსებულ სოფლებში მოხდება. მინდა, გჯეროდეთ, ჩემი უმნიშვნელო დაპირება გაცილებით რეალური იქნება, ვიდრე სხვისი გულუხვი შემოთავაზება. ჩვენ უნდა დავსახოთ რეალური, სწორი გზა, რომ ხალხი არ დარჩეს მოტყუებული და იმედგაცრუებული“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გედევან ფოფხაძე ასპინძელებს დეპუტატის ბიუროსთან არსებული სკონსტიტუციო დარბაზის შექმნას დაჰპირდა, სადაც მათ საკუთარი პრობლემების გახმოვანება შეეძლებათ.

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარბასთუმნის, არლისა და უდის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენ ეს შეხვედრები საშუალებას გვაძლევს პრობლემების სწორი იდენთიფიცირება მოვახდინოთ, რათა შემდგომში მათ მოგვარებაზე ვიმუშაოთ. დღეს , საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა.ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდრია“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.