რეკლამა
მარნეულში დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ქეშალოში სასულიერო პირებსა და უხუცესებს შეხვდა.

შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზეც გაამახვილა.

„ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტად. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა თუ გლეხმა“,-აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახლოლალოსა და ზემო სარალის სოფლების მოსახლეობას შეხვდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 36-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამაზ ნავერიანი.

კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები და პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

თამაზ ნავერიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის არსებული პოტენციალის რაციონალურად გამოყენებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემატიკასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
„თეგეტა
მოტორსი“ მომხმარებელს განსაკუთრებული
შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:11 / 26.11.2025

25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.

მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო)
მცხოვრები პოლონური წარმოშობის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის
შეგროვება.
14:58 / 06.10.2025
მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) მცხოვრები პოლონური წარმოშობის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.