რეკლამა
არჩილ თალაკვაძის შეხვედრა შემოქმედში - მიმიღეთ, როგორც თქვენი თანასოფლელი (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც ესწრებოდა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"მიმიღეთ, როგორც თქვენი თანასოფლელი, რომელსაც თქვენსავით აინტერესებს შემოქმედის მომავალი განვითარება. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომელიც საზოგადოებას სიკეთეს მოუტანს. ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრის შემდეგაც ყოველდღიურად, როცა ჩვენი საქმე შედეგს გამოიღებს," - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ შემოქმედის მოსახლეობას.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სოფელ შემოქმედში ანდრო ვაშალომიძის და მალხაზ კუჭუხიძის ოჯახებს ესტუმრნენ.

ანდრო ვაშალომიძემ გურიაში ძველთაგან გავრცელებული ვაზის ჯიშები - ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, ბადაგი, ხსილათუბანი, ჭუმუტა, კამური, საკმიელა, ათინაური და სხვა მაღალხარისხიანი ვაზის ჯიშები მოიძია, აღადგინა და საკოლექციო მეურნეობა გააშენა.

მალხაზ კუჭუხიძის ოჯახშიკი მათივე დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტები დაათვალიერეს. მალხაზკუჭუხიძე, თავის ვაჟთან, გიორგისთან ერთად პავლონიისა და თუთის ხეებს ჟღერადობას საჭრეთელით აძლევს. ფანდური, ჩონგური, ბანი-ფანდური, დოლი, სალამური - ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთაც კუჭუხიძები საკუთარ სახელოსნოში ამზადებენ.

"თქვენ ინახავთ გურიის ლეგენდებს, გურულ ტრადიციულ ხმას და ვაზის ჯიშებს. ყოველთვის ვიამაყებ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვიყავი" - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.