რეკლამა
რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრა მოქმედი ქარხნების თანამშრომლებთან (R)
FaceBook
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რუსთავში არსებული ორი მსხვილი კომპანიის: "პროგრესისა" და "ყაზბეგის" ხელმძღვანელებსა და მომუშავე პერსონალს შეხვდნენ.

შეხვედრა შ.პ.ს "პროგრესის" გენერალური დირექტორის, გიორგი თედორაძის ორგანიზებით გაიმართა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ქარხანაში არსებული ვითარება, საწარმოო პოტენციალი და ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები–ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლის გარშემოც საწარმოში დასაქმებულებმა პაატა მხეიძესთან და გიორგი ბეგაძესთან, შეხვედრაზე განიხილეს. თავის მხრივ სამომავლო გეგმები და ეკონომიკური ხედვები გააცნეს დასაქმებულებს მაჟორიტარობის კანდიდატებმაც.

" სახელმწიფოს ხერხემალი არის ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით იზრდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი. ბიზნესის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან", - განაცხადა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ.

როგორც რუსთავის 29-ე და 30-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მხარდაჭერა იქნება მათი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა. მთავარი დაპირება კი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, ეს რუსთავის ინდუსტრიულ ზონად გადაქცევის პერსპექტივაა. მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებით, მანდატის მოპოვების შემთხვევაში საკანონდებლო ორგანოში იმ ინიციატივებს დააყენებენ, რომელიც რუსთავში ინდუსტრიული ხაზის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"პრობლემები ბევრი გვაქვს, მგრამ ერთ-ერთი უმთავრესი დასაქმების პრობლემაა. რუსთავს აქვს დიდი პოტენციალი, იმისთვის რომ უმუშევართა რიცხვი მინიმუმადე შემცირდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენი თანადგომით, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ არსებული საწარმო-ქარხანები სრულ სამუშაო რეჯიმში გადავიდნენ", - განაცხადა პაატა მხეიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.