რეკლამა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

იგი ისნის რაიონის მოსახლეობას ეკონომიკური, სოციალური, დასაქმებისა და ახალგაზრდული პოლიტიკების მისეულ ხედვაზე ესაუბრა.

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინდუსტრიული განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ისნის რაიონი წარსულში ძლიერი ინდუსტრიული დასახლება გახლდათ. აქ იყო უამრავი საწარმო და ფაბრიკა. საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ უგულველყოფილი იყო ინდუსტრია, რამაც გამოიწვია ამ დარგის თითქმის სრული გაქრობა, რაც, რა თქმა უნდა, ისანზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ რაიონზე, მძიმედ აისახა. ჩვენი რაიონის განვითარებისთვის აუცილებელია ამ პოტენციალის გამოყენება და ეტაპობრივი აღორძინება"",- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღეს ბექა ნაცვლიშვილი აწყურის, ქეთევან წამებულის, კობარეთისა და გუდარეხის ქუჩების მოსახლეობას შეხვდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.