რეკლამა
გელა სამხარაული – მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობას სახელმწიფო კომპლექსურად ცდილობს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა სამხარაული 4 წლიანი მოღვაწეობის ანგარიშითა და სამომავლო გეგმებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: რუისპირის, ახატელისა და თეთრიწყლების მოსახლეობის წინაშე წარსდგა.

გელა სამხარაულმა ყურადღება, ხელისუფლების მიერ გატარებულ, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მიღებულ პოზიტიურ ტენდენციებზე გაამახვილა. მისი თქმით, თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებისა და ცაკლე თელავის თემის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტში თანხები მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საჭიროებებისთვის.

მოსახლეობის ინტერესი მოახლოებულმა რთველმა გამოიწვია. გელა სამხარაულის განმარტებით, მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით სუბსიდირება "რთველი 2016"-ის ფარგლებშიც განხორციელდება.

"მევენახეთა დახმარებასა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობას სახელმწიფო არა მხოლოდ სეზონური სუბსიდირებით, არამედ კომპლექსურად ცდილობს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია აგროდაზღვევის პროგრამის ფუნქციონირება. ასევე, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები დანადგარების ამოქმედება, რამაც ყურძნის მოსავალი საგრძნობლად გაზარდა. საყურადღებოა უწყებრივი კადასტრის პროგრამის დაწყება, რომელიც კახეთის რეგიონში ეტაპობრივად განხორციელდება და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს დაარეგულირებს. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოლულარიზაციას. საკითხისადმი მსგავსი მიდგომების შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მევენახეებმა, კახეთში 400 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს",- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.