რეკლამა
სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომში, ახალშენის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მან ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის განათლების რეფორმაზე.

",სწორი,გლობალური პოლიტიკა განათლების სფეროში, დიდად განსაზღვრავს, დაიკავებს თუ არა საქართველო თავის ღირსეულ ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში.ამიტომ ჩვენ, ყველა უნდა ვზრუნავდეთ, რომ, რაც შეიძლება მალე გვქონდეს სათანადო განათლების სისტემა",-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი ამჟერად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს- ყაურმას, ეშტიას, თორიასა და უჩმანას ესტუმრა. კანდიდატმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს, რადგან ხალხის მოლოდინი გაამართლოს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ ნაქურდევის, ხევაშენის , უნწის , ბენარის , შოლავერის , შოყას , ფხეროს , ზემო ენთელისა და ქვემო ენთელის სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა.

კანდიდატმა რაიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

" ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება. მე ვიცი ყველა თქვენი პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა პროგრესის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისთვის"", -განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.