რეკლამა
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ (R)
FaceBook
,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ბორჯომის 5-ე და 25-ე საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.

გედევან ფოფხაძემ მათ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების" უპირველესი მონაპოვარია სიტყვისა და ნების გამოხატვის თავისუფლება, ამნისტია, რის საფუძველზეც უამრავი პოლიტპატიმარი გათავისუფლდა.

"დღეს საზოგადოებაში აღარ არსებობს შიში და უსამართლობის განცდა, ადამიანებს შეუძლიათ ცივილიზებულად გამოთქვან განსხვავებული აზრი",-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა ბორჯომის პოტენციალზე.

" ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოხდა ბუნებრივი რესურსის გადასახადის ზრდა, რითაც ბორჯომის ბიუჯეტი თითქმის ხუთი მილიონით გაიზარდა. ხუთი მილიონი არის ის თანხა, რითაც ბორჯომში ბევრი სოციალური პროექტი განხორციელდა და კვლავაც განხორციელდება, ვითარდება ტურიზმი, ახალი სასტუმროები ბორჯომს თავისი განვითარების კალაპოტში აბრუნებს. დღეს ,ქართული ოცნებას" ალტერნატივა არ აქვს, რისი უპირობო გარანტიც ქვეყნის მეთაური გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც ბორჯომთან მიმართებაში საკმაოდ რეალური, პერსპექტიული გეგმები გააჩნია",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი კოპაძემ შეხვედრები გამართა ადიგენის რაიონის სოფლების- აბასთუმნის, ქიქინეთის, წახნის , საღრძის , ხარჯამისა და ვარხნის მოსახლეობასთან.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე, ჩ ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

"ჩვენი ამოცანაა სოფლად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები",-განაცხადა გიორგი კოპაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.