რეკლამა
გრიგოლ ლილუაშვილი - ოთხი წლის მანძილზე შემუშავებულმა პროექტებმა მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმჯობესა (R)
FaceBook
"მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ისეთი საყოფაცხოვრებო პირობები, რომ ქალაქსა და სოფელში პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი"- ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მშვიდობისა და რუსთაველის ქუჩის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, გრიგოლ ლილუაშვილმა "ქართული ოცნების" მხრიდან ოთხი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების გარდა, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ მოსახლეობაზეა ორიენტირებული.

"ქართული ოცნების მხრიდან ოთხი წლის მანძილზე შემუშავებულმა და განხორციელებულმა პროექტებმა მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმჯობესა. ბევრ სოფელსა და ქალაქში მოწესრიგდა გზის, წყლისა და გაზიფიცირების საკითხები, გაუმჯობესდა ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები, თუმცა ეს ყველაფერი არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოსახლეობის ყოფითი პრობლემები გაუმჯობესდეს და არსებული პრობლემები ქალაქსა და სოფელში მინიმუმამდე შევამციროთ", –განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთაველისა და მშვიდობის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ციტომეგალოვირუსი (CMV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია,
რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, შესაძლოა, მთელი ცხოვრება დარჩეს, უმეტესად პასიურ
მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ვირუსი ზოგჯერ სერიოზულ პრობლემებს
იწვევს, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთა იმუნური სისტემა
დასუსტებულია.
19:25 / 08.07.2025

ციტომეგალოვირუსი (CMV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, შესაძლოა, მთელი ცხოვრება დარჩეს, უმეტესად პასიურ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ვირუსი ზოგჯერ სერიოზულ პრობლემებს იწვევს, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია.

გარემოს
ზემოქმედება კანის დაზიანების მიზეზი ხშირად ხდება
12:02 / 10.06.2025

გარემოს ზემოქმედება კანის დაზიანების მიზეზი ხშირად ხდება

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.