რეკლამა
გოგი მეშველიანი - ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის (R)
FaceBook
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი დღეს ამავე რაიონის ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სამომავლო გეგმებსა და განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.

"2012 წელთან შედარებით, პროფესიული განათლების დაფინანსება 83%-ით გაიზარდა და სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას. სახელმწიფო სასწავლებლებში შემუშავდა ახალი პროფესიული სტანდარტები, საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფუძვლიანი რეფორმა, რაც გულისხმობს კოლეჯებში ახალი, კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელის დანერგვასა და საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებლის ჩართულობას.ინოვაციისა და მეწარმეობის მხარდასაჭერად, 14-პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები მოეწყო", - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გოგი მეშველიანის თქმითვე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე, სახელმწიფომ დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება, რომლითაც უკვე 12 774-მა სტუდენტმა ისარგებლა.

"ჩვენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავამოქმედეთ სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რაც მესამე წელია უწყვეტად ხორციელდება. თქვენ ხართ საქართველოს ხვალინდელი დღე, თქვენი სახით ქვეყანას ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა",-განაცხადა "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.