რეკლამა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ისინი ემიჯნებიან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს, მაგრამ მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას".

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ის პირები, რომლებმაც დღეს განცხადება გააკეთეს, არ წარმოადგენენ უმრავლესობას და არ არიან "ქართული ოცნების" წევრები. გვინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც ასევე მხარს უჭერენ ჩვენს მიერ ყველა ოლქში წაყენებულ კანდიდატებს. ყველა კანდიდატი სარგებლობს ჩვენი უდიდესი ნდობით.

რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძეს, ამის თაობაზე განცხადება არაერთხელ გავაკეთეთ. მცხეთაში "ქართულ ოცნებას" ჰყავს ღირსეული კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ჩვენი და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და გვჯერა, რომ 8 ოქტომბერს ისევე როგორც სხვაგან, მცხეთაშიც გამარჯვებას ვიზეიმებთ," - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.