რეკლამა
ირაკლი სესიაშვილი სოფელ კონდოლის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი სოფელ კონდოლის N23 და N48 საარჩევნო უბნის ამომრჩევლებს შეხვდა. ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ასევე საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნების პროგრამაზე, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ფერმერთა მომსახურების პროგრამაზე. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ და აღნიშნა, რომ სულ მალე სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შეღავათიან ფასებში, ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა შეეძლებათ.

გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილმა, შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად განიხილა სოფელში ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ყველა საკითხი მოსახლეობის ჩართულობით გადაწყდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის
დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ
იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების
შემდეგ.
18:47 / 14.07.2026

ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენა თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია არა მხოლოდ რაიონისა და ფასის არჩევასთან, არამედ იმასთანაც, როგორი იქნება სივრცე ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.