რეკლამა
კალაძე – საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებენ (R)
FaceBook
პირობას გაძლევთ, საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებენ, - ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მუხრანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენ ერთად ძალიან რთული გზა გამოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ერთად. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს თითოეული მოქალაქის უფლებები არის დაცული. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივეცით თავისუფლება. დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს ქუჩაში ხელკეტებით არ დასდევენ. მე ნამდვილად მეამაყება ის მშვიდი საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2011-12 წლებში, როცა ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, როგორი ზეწოლა იყო. ჩვენდა საუბედუროდ, თითოეულმა ჩვენგანმა ეს საკუთარ თავზე, ოჯახზე, მეგობრებზე, ახლობლებზე გამოვცადეთ, თუმცა საამაყოა ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გაძლევთ პირობას, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე და დააშანტაჟებენ მათ", - განაცხადა კალაძემ.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვება საპარლამენტოარჩევნებში საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება იქნება.

"საჭიროა ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ გამარჯვებას. ეს გამარჯვება არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის სწორ განვითარებას. ამ გუნდის გამარჯვებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება. ჩვენ ამას შევძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის", -დასძინა კახა კალაძემ.

მან წარმატებები უსურვა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მცხეთის მუნიციპალიტეტში დიმიტრი ხუნდაძეს.

"ეს რაიონი იქნება ყველაზე წარმატებული რაიონი, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იქნება დაცული. მუხრანში 2 კვირაში იქნება ყველაზე თანამედროვე ბაღის აშენება. იწყება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება და ვპირდები, რომ ყველა ოჯახში იქნება წყალი, ჯანსაღი ცხოვრების წესი დამკვიდრდება მუხრანში. ვიწყებთ სტადიონების აშენებას", - განაცხადა ხუნდაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.