რეკლამა
საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფლების მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პატარა ჩაილურის, დიდი ჩაილურისა და მანავის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განცხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.

"საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზიფიცირებულია თითქმის ყველა სოფელი, ხოლო დარჩენილი სოფლები 2017 წლის ბოლომდე გაზიფიცირდება. იგება გზები, რეაბილიტაცია უტარდება არაერთ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას. ასევე დაინერგა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, ამის მიუხედავად გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს", - განაცხადა რომან მუჩიაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.