რეკლამა
ირაკლი სესიაშვილი კახეთის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თელავისა და ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი ქვემო ხოდაშენის, ნასამხრალისა და ვანთას სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ირაკლი სესიაშვილი ადგილობრივებს "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გეგმების შესახებ ესაუბრა.ამასთან, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"მნიშვნელოვანია, სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ხოდაშენში წყლის სისტემის რეაბილიტაცია,მომავალ წელს მთლიანად მოწესრიგდება წყალმომარაგება. გარდა ამისა, აღდგება სოფლის გზაც და დაიგება ასფალტი. სულ მალე სოფელ ვანთაში დაიწყება მინი სტადიონის მშენებლობა. ასევე, ვგეგმავთ სოფლებში არსებული სკოლების რეაბილიტაციასაც",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება რთველის საკითხზე გაამახვილა და პირობა დადო, რომ მის მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება.

"ვიცი, რომ რთველის საკითხი თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გპირდებით, რომ მისი დაწყების დღიდან, 24 საათიან რეჟიმში, მუდმივად თვალს მივადევნებ რთველის მიმდინარეობას და მზად ვიქნებით პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს -
კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
14:20 / 17.09.2026
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი —
ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს,
ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას
უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც
საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის
მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
10:55 / 03.09.2026
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი — ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს, ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.