რეკლამა
ლევან გოგიჩაიშვილი – მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეუძლია დაიცვას და გააუმჯობესოს ეს მონაპოვარი (R)
FaceBook
"ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეუძლია დაიცვას და გააუმჯობესოს ეს მონაპოვარი. "ქართული ოცნებაა" ერთადერთი უალტერნატივო ძალა დღეს, რომელსაც ხელეწიფება თავისი ცოდნით და ქვეყნის სიყვარულით უზრუნველყოს სწრაფი განვითარება, რომლისთვისაც უკვე შეიქმნა მყარი ნიადაგი."

ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

კანდიდატის მორიგი შეხვედრა გაიმართა იოსებიძის, პეკინის, ბახტრიონის ქუჩის მოსახლეობასთან. ლევან გოგიჩაიშვილი ასევე გაესაუბრა ბუკიას ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები და ხედვები გააცნო.

" ჩვენ გვაქვს ქვეყნის მართვის ის გამოცდილება, რომელიც რეალურ (და არა - პოპულისტურ და ვირტუალურ) პოზიტიურ შედეგებში არის ასახული. ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღიარებენ.​

არაკოალიციური და ძირითადად ძალადობრივი რეჟიმის შეცვლაზე ორიენტირებული მრავალპარტიული გაერთიანება, როგორც ეს იყო 2012 წელს, არამედ უკვე ერთი ხედვით გაერთიანებული პრაგმატული პროფესიონალების განახლებული "ქართული ოცნება" შეძლებს მეტი წარმატების მიღწევას ბევრად მოკლე დროში. რადგან მართვის რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ კიდე უფრო ზუსტად დაგვანახა, რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ოთხი წლის თავზე ჩვენ ყველა ერთად მივიღებთ ბევრად ძლიერ საქართველოს." განახცადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ლევან გოგიჩაიშვილმა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისაუბრა:

"რეალურად, დღეს ჩვენი კავშირები ბევრად უფრო მყარია ჩვენს პარტნიორებთან, დღეს საქართველოს ბევრად უფრო ენდობიან, ვიდრე ოდესმე. რეალურად გაჩნდა რწმენა საერთაშორისო არენაზე - საქართველოს შეუძლია იყოს დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა, თავისუფალი წინა რეჟიმის მანკიერი ძალადობრივი პრაქტიკისგან".

ჩვენი შემდეგი მმართველობა ორიენტირებული იქნება დაიცვას მოპოვებული თავისუფლება და უზრუნველყოს სწრაფი განვითარება" - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.