რეკლამა
ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად იგი სოფლების- აღმამედლოსა და ულაშლოს უხუცესებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს საკუთარი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

როგორც რუსლან გაჯიევმა განაცხადა, იგი საკუთარ ხმას მიაწვდის შესაბამის უწყებებს და პირადად ჩაერთვება საკითხების გადაწყვეტაში.

ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი.

იგი სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ჯანდაცვის პროგრამაზე გაამახვილა.

"ადამიანებისთვის ავადმყოფობა განაჩენი აღარ არის, უსახსრობის გამო მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას სახლ-კარის გაყიდვა, სესხის აღება და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენა აღარ უწევთ. გაუმჯობესდა სოციალური დაცვის პაკეტი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსია, სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე. ადამიანისა და მისი ღირსების დაცვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა , თვისუფალი ბიზნესი, გამოხატვის თავისუფლება- ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია. სახელმწიფომ სოფელი მთავარ საზრუნავად აქცია და ხმამაღლა განაცხადა , რომ ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება. სოფლის დასახმარებლად მრავალი პროექტი განხორციელდა, მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა",-- განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.