რეკლამა
თემურ ჭკუასელი - აუცილებელია სოფლის მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესება(R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

შუა და ზემო სურების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სოფლისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ საჭიროა სოციალური პროექტების დაჩქარება და უფრო მეტად ხელმისაწვდომობა.

მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ უკვე აქვთ ამბულატორია, დაგეგმილია გზის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანია მაღალმთიანი სოფლებისთვის. თემურ ჭკუასელმა გამარჯვების შემთხვევაში მათ მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა. აღნიშნა, რომ "აუცილებელია სოფლის მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესება, აუცილებელია წახალისდეს ადგილობრივი ახალგაზრდობა რომ მათ არ მიატოვონ მშობლიური კუთხე, ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია სოფლის დახმარების პროგრამა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები მალევე დაიწყოს და მალევე დასრულდეს რომ ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე იწვნიოს კეთილდღეობა".

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი მოსახლეობას ყველა სასიკეთო წამოწყებაში მათ გვერდით დგომას და და ყველა პრობლემის ადრესატამდე მიტანას დაპირდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.