რეკლამა
საქართველოს კნუტ ფლეკენშტეინი ეწვევა (R)
FaceBook
29-30 აგვისტოს, საქართველოს ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინი ეწვევა.

30 აგვისტოს, 10:30 საათზე, კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძესა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრებს შეხვდება. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კნუტ ფლეკენშტეინი და კახა კალაძე მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

30 აგვისტოს დაგეგმილია შეხვედრები „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთანაც.

12:30 საათზე ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში გიორგი ვოლსკის, ზვიად კვაჭანტირაძესა და გია ჟორჟოლიანს შეხვდება.

17:00 საათზე, კნუტ ფლეკენშტეინი „ქართული ოცნების“ გლდანის საარჩევნო შტაბს, 18:30 საათზე კი ნაძალადევის შტაბს ეწვევა.

კნუტ ფლეკენშტეინი ვიზიტი მიზნად ისახავს წინასაარჩევნო გარემოს გაცნობასა და შეფასებას. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, „ქართული ოცნებისა“ და ევროპის სოციალ-დემოკრატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის თემები. საუბარი წარიმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორი სოციალ დემოკრატების მიერ ამ პროცესის ხელშეწყობის შესახებ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.