რეკლამა
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეწარმეებს შეხვდნენ.

პაატა მხეიძისა და გიორგი ბეგაძის შეხვედრა ბიზნესმენებთან რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ბიზნესმენებს "ქართული ოცნების" ეკონომიკური ხედვები გააცნო. მეწარმეებთან ერთად ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

"ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, გავატაროთ ისეთი ეკონომიკური რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის გაძლიერებას. ეს ყველაფერი განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მივაღწევთ იმ სწრაფ განვითარებასა და ოჯახების კეთილდღეობას, რომელიც მიზნად დავისახეთ“,-განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებულმა არაერთმა კანონმა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების კუთხით ვითარება მკვეთრად გააუმჯობესა. დეპიტატობის კანდიდატების თქმით, ეკონომიკური განვითარება პარტიის მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი გახდეს.

„რუსთავს, როგორც ახლო წარსულში უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრს, ამ ფუნქციის დაბრუნების პერსპექტივით უნდა მიენიჭოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავს გააჩნია საინჟინრო კვალიფიციური კადრების პოტენციალი, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაარსებული უახლესი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი საწარმოო ფილიალის რუსთავში გახსნის პერსპექტივაც უნდა იქნეს განხილული“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.

დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს დაპირდნენ, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენენ. რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პაატა მხეიძე ასევე შეხვდა ჭყონდიდელის დასახლების, ბათუმის, კლდიაშვილის, ფალიაშვილის, თბილისისა და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

პაატა მხეიძემ ადგილობრივებთან თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

„მე ვპირდები მოსახლეობას, რომ თითოეული პრობლემა განხილული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს დონეზე, საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მათი გადაჭრის გზებზე მუშაობას საარჩევნო პერიოდშივე დავიწყებთ. მადლობა რუსთავის მოსახლეობას მოსმენისთვის, გაკეთებულის დანახვისთვის, ახლის ერთად კეთების მზაობისთვის. შეხვედრების 4 დღის ბოლოს, მათი კეთილგანწყობის ფონზე, გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ერთად, სწრაფი განვითარებით თანამედროვე რუსთავის აშენებას“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.