რეკლამა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

კანდიდატი ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, ლელიანის,ჭაბუკიანის და ქ.ლაგოდეხის № 3 – ე საარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და საკუთარი გეგმები გააცნო.

სოფელ ლელიანის მოსახლეობამ გურამ მაჭარაშვილთან შეხვედრისას ყურადღება გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხებზე გაამახვილა. რაც შეეხება სოფელ ჭაბუკიანის მოსახლეობას, მათ მაჭარაშვილთან საუბრისას აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემაზე გააკეთეს.

მოსახლეობის მიერ სოფლების საჭიროებებთან დაკავშირებით დაყენებული საკითხები, კანდიდატის თქმით, უცხო არ არის. გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, აღნიშნულ სოფლებში არსებული გამოწვევების დაძლევაზე მუშაობა მისი საპარლამენტო საქმიანობის პირველივე დღეებში დაიწყება.

შეხვედრებისას გურამ მაჭარაშვილმა ამომრჩეველს განუმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება თითოეული მათგანის ხმა საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ქართული ოცნების კანდიდატმა ადგილობრივებს მუდმივი შეხვედრების და კომუნიკაციის პირობა მისცა:

"მნიშვნელოვანია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრის და კომუნიკაციის გზით ხდებოდეს. აუცილებელია იცოდე, რას თვლის ამა თუ იმ სოფლის მოქალაქე პრიორიტეტად. მაჟორიტარად არჩევის შემთხვევაში ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვან დროს სწორედ ხალხთან ურთიერთობას მოვახმარ,სწორედ მათ მიერ დაყენებული საკითხები იქნება ჩემი და ჩვენი გუნდის მოქმედების ამოსავალი წერტილი. მჯერა, 8 ოქტომბერს, თქვენთან ერთად შევძლებთ ურთიერთ თანამშრომლობის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ყველა გამოწვევის დაძლევის წინაპირობა იქნება", – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას გურამ მაჭარაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.