რეკლამა
გრიგოლ ლილუაშვილი ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრები ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართა.

კანდიდატმა ქუტირის, გვაზაურის, გოჩა ჯიხაიშისა და პატარა ჯიხაიშის მოსახლეობასთან ქართული ოცნების უკვე შესრულებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა პასუხი იმ კითხვებზეც მიიღეს, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება ხვნა-თესვის პროგრამაზე გაამახვილა, მათი სურვილია სახელმწიფომ პროექტი არ შეაჩეროს და აღნიშნული სერვისით მომავალშიც ისარგებლონ.

„ოთხი წლის მანძილზე ქართული ოცნების ხელისუფლებამ რამდენიმე ისეთი პროექტი განახორციელა, რომელიც მოსახლეობაზე იყო ორიენტირებული: სასოფლო სამეურნეო პროგრამები, საყოველთაო ჯანდაცვა და უფასო სახელმძღვანელოები, ეს ის პროგრამებია, რომელიც სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას რაც თავისთავად ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს, ყველა პროექტი რომელიც ხალხის სასიკეთოდაა შექმნილი გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება.“-განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს -
კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
14:20 / 17.09.2026
სელფი რეგიონებში მომსახურების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიის ახალი ფილიალი ქუთაისში, ჭავჭავაძის N56-ში გაიხსნა.
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი —
ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს,
ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას
უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც
საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის
მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
10:55 / 03.09.2026
ბათუმი დიდი ხანია აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც საზაფხულო კურორტი — ქალაქში წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან. ზოგი აქ შვებულებას ატარებს, ზოგი დასვენებას სამუშაოს, შეხვედრებს ან მოკლე უქმეების მოგზაურობას უთავსებს. ამის გამო საცხოვრებელზე მოთხოვნა სხვადასხვა სეზონზეც საკმაოდ მაღალია, ხოლო ბინების არჩევანი სხვადასხვა ტიპის მოგზაურობასა და საჭიროებაზეა მორგებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.