რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილი – მომავალი 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაზე 5 მლდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს (R)
FaceBook
"ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში".

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაშურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი წარუდგინა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო.

მისი თქმით, მომავალი ოთხი წელი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იქნება.

"ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენ კარგად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სრაფი ნაბიჯებით, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით...მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას," – აღნიშნა პრემიერმა.

პარტიის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო პროცესის თავისუფალ და ღია გარემოში მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეების ღირსება და თავისუფლებაა.

"თქვენ ძალიან კარგად იცით რაც ხდებოდა ხაშურში 2012 წელს. ბატონმა ვალერი გელაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა, სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური გადაგურების საფრთხის წინაშეც იდგა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის ღირსება და ვაჟკაცობა და სწორედ ის კაცია, რომელიც ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში," – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციით, 4 წლის თავზე თვისობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ.

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მისი კანდიდატურის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

"ხაშურში უკვე მეოთხედ ვიყრი კენჭს. სამჯერ, თქვენთან ერთად, ბრძოლით, გავიმარჯვეთ უსამართლობის წინააღმდეგ. მეოთხედაც ჩვენ, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ქვეყანაში არსებული სამართლიანი არჩევნების პირობებში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ყველა ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის. ჩვენ 8 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.