რეკლამა
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ნეიროქირურგიული სამსახური
FaceBook
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ნეიროქირურგიული სამსახური, რომელიც პაციენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას.

ჰოსპიტალში გეგმური და გადაუდებელი ნეიროქირურგიული დახმარება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების მართვისას. დანერგილია საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებთან სრულად შესაბამისი ნეიროქირურგიული მიმართულებები:

ნეიროონკოლოგიური ქირურგია
ენდოვასკულური და ღია სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია;
სპინალური (ხერხემლის) ქირურგია; 
ფუნქციური ნეიროქირურგია;
პედიატრიული ნეიროქირურგია;
ნეიროტრავმის მართვა; 

თავის ტვინსა და ხერხემალზე ნეიროქირურგიული ოპერაციები ტარდება უახლესი ნეირონავიგაციის სისტემის გამოყენებით.

ნეირონავიგაცია უახლესი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სისტემაა, რომელიც ცვლის ნეიროქირურგიის სტანდარტს და პაციენტის უსაფრთხოება ახალ დონეზე აჰყავს. სისტემა ნეიროქირურგს საშუალებას აძლევს ოპერაციის მიმდინარეობისას ზუსტად განსაზღვროს პათოლოგიის ლოკალიზაცია მილიმეტრის სიზუსტით, რეალურ დროში.

ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობებია:

მაღალი სიზუსტე; 
მინიმალიზირებული ტრავმა; 
ნეიროქირურგიული პროცედურების უსაფრთხოება და ოპტიმიზებული დაგეგმვა თავის და ზურგის ტვინის სიმსივნეების ზუსტი ლოკალიზაცია და რეზექცია;  სამგანზომილებიანი ვიზუალის გამოყენებით; 
ფუნქციური უბნების მაქსიმალური დაცვა: მეტყველების, მოძრაობისა და სხვა კრიტიკული უბნების დაზიანების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება
ბიოფსიისას პათოლოგიური ქსოვილის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა; 
ხერხემლის ქირურგიაში პედიკულური ხრახნების ზუსტი ჩადგმა, განსაკუთრებით, რთული ან დეფორმირებული ანატომიის (სქოლიოზის) დროს
რადიაციის შემცირება, მინიმალური ინვაზიურობა, ნაკლები ტკივილი და სწრაფი რეაბილიტაცია; 
ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია იაკობ ცერცვაძე —საერთაშორისო გამოცდილების მქონე ნეიროქირურგი, აკადემიური და პროფესიული სამედიცინო ორგანიზაციების აქტიური წევრი.

პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, გუნდთან ერთად (განყოფილებაში მუშაობს 6 ნეიროქირურგი რომელიც უწყვეტად გადის გადამზადებას ევროპის წამყვან ჰოსპიტლებში) ჩატარებული აქვს 5000-ზე მეტი ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი მონაწილეობით საქართველოში დაინერგა მინიინვაზიური ხერხემლის ქირურგია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ტრავმას, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობასა და პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდს.
ექიმ ცერცვაძეს პროფესიული განათლება და კლინიკური გამოცდილება მიღებული აქვს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში:

▪ რეზიდენტურა — თურქეთი, სამსუნის 19 მაისის საუნივერსიტეტო კლინიკა, სტამბოლის მარმარის საუნივერსიტეტო კლინიკა
▪ Fellowship (კლინიკური სტაჟირება) — გერმანია, მანჰაიმის საუნივერსიტეტო კლინიკა
▪ საერთაშორისო კლინიკური გამოცდილება — აშშ, Barrow Neurological Institute

იაკობ ცერცვაძე აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებებში და წარმოადგენს საქართველოს არაერთ ავტორიტეტულ სამედიცინო ორგანიზაციაში:
ვიანის ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი; 
ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის (EANS) ეროვნული დელეგატი; 
საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების თანადამფუძნებელი;
პედიატრიული ნეიროქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISPN) წევრი; 
ევროპის ინსულტის ორგანიზაციის (ESO) წევრი; 
მინიინვაზიური ნევროლოგიური თერაპიის ევროპული საზოგადოების (ESMINT) წევრი; 

არის 20-ზე მეტ საერთაშორისო კონგრესსა და სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებელი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. თანამედროვე ნეიროქირურგიული განათლების განვითარებისთვის დააფუძნა პიტერ შმიდეკის სახელობის ნეიროქირურგიული ლაბორატორია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი
სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ
სერვისს.
12:37 / 26.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტის, უსაფრთხო და სრულფასოვან კარდიოლოგიურ და კარდიოქირურგიულ სერვისს.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური მიმართულება
უზრუნველყოფს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებების
სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო სამედიცინო
სტანდარტების შესაბამისად.
14:22 / 24.04.2026
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური მიმართულება უზრუნველყოფს თავის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადებების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.