რეკლამა
როგორ ვლინდება ციტომეგალოვირუსი და რა საფრთხეს ქმნის ეს ინფექცია?
FaceBook

ციტომეგალოვირუსი (CMV) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, შესაძლოა, მთელი ცხოვრება დარჩეს, უმეტესად პასიურ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ვირუსი ზოგჯერ სერიოზულ პრობლემებს იწვევს, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია.


ოგორია ციტომეგალოვირუსის მთავარი მახასიათებლები?

ციტომეგალოვირუსი ჰერპესვირუსების ოჯახს მიეკუთვნება და, ერთხელ მოხვედრის შემდეგ, ორგანიზმში სამუდამოდ რჩება. მისი გააქტიურება მაშინ ხდება, როცა იმუნური სისტემა სუსტდება. ჯანმრთელ ადამიანებში, CMV უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა.


ჯანმრთელ ზრდასრულ პაციენტებში ჩვეულებრივ, ციტომეგალოვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი დაღლილობა, სხეულის ტკივილი და ტემპერატურის მომატება.


ორსულებში ინფექცია განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან არსებობს ნაყოფის ინფიცირების რისკი, რაც შეიძლება გართულებებით დასრულდეს. დაბადებისას ან მოგვიანებით ინფიცირებულ ახალშობილებში CMV ხშირად იწვევს სმენის დაკარგვას/დაქვეითებას ან განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

სუსტი იმუნიტეტის მქონე პიროებში ინფექცია სერიოზული საფრთხეა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ორგანოები გადაენერგათ ან აქვთ HIV. მათში ვირუსი შეიძლება მნიშვნელოვან სიმპტომებს იწვევდეს, როგორიცაა მხედველობის პრობლემები, ღვიძლის ფუნქციის გაუარესება ან ნევროლოგიური პრობლემები.


როგორ ვრცელდება ციტომეგალოვირუსი და როგორ დავიცვათ მისგან თავი?


CMV ვრცელდება ნერწყვით, სისხლით, შარდით, დედის რძით, ცრემლებით და სასქესო სითხეებით. ის გადადის უშუალო კონტაქტის, სქესობრივი კავშირის, დედის რძის, ასევე ორგანოების გადანერგვისა და სისხლის გადასხმის დროს. ორსულობისას პირველადი ინფიცირების შემთხვევაში, ნაყოფზე გადაცემის რისკი განსაკუთრებით მაღალია.


პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა. მაგალითად, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, განსაკუთრებით ბავშვის მოვლის შემდეგ. პატარებს აკოცეთ საფეთქელზე, კიდურებზე. ასევე, არ ისარგებლოთ საერთო ჭურჭლით ან პირადი ჰიგიენის ნივთებით. რაც მთავარია, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები.

დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის საჭიროა ანტივირუსული პრევენცია. მედიკამენტებმა შეიძლება ვირუსის გამრავლებას ხელი შეუშალოს, ცოტა ხნით შეაჩეროს კიდეც, თუმცა სრულად ვერ აქრობს.


რა გართულებები მოჰყვება ციტომეგალოვირუსს?

CMV ინფექციის გართულებები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირის ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელ ზრდასრულებში, როგორც უკვე ვახსენეთ, იშვიათად შეიძლება განვითარდეს მონონუკლეოზის მსგავსი მდგომარეობები ან საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის პრობლემები.

სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებში, შესაძლოა, განვითარდეს მხედველობის პრობლემები,
პნევმონია (ფილტვების ანთება), ენცეფალიტი და ღვიძლის მძიმე დაზიანებები. ახალშობილებში კი ხშირი გართულებებია სმენის დაქვეითება და განვითარების შეფერხება.


როგორ ხდება CMV-ის მკურნალობა?

ჯანმრთელ პირებში მკურნალობა ხშირად საჭირო არ არის და ინფექცია მედიკამენტების გარეშე იკურნება.

იმუნოდეფიციტის მქონე პირებსა და ახალშობილებს, რომელთაც სერიოზული სიმპტომები აქვთ, სჭირდებათ ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც ვირუსის გამრავლებას ანელებს, თუმცა სრულად ვერ აქრობს მას. მაგალითად, ამ მიზნით იყენებენ პრეპარატ ვიუსიდს, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.


თუ გაქვთ სუსტი იმუნიტეტი და ფიქრობთ, რომ გამოგივლინდათ ინფექციის ნიშნები ან ორსულობისას შეამჩნიეთ მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომები, ექიმთან დროული კონსულტაცია აუცილებელია ზუსტი დიაგნოზისთვის.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #რეკლამა
მსგავსი სიახლეები
გარემოს
ზემოქმედება კანის დაზიანების მიზეზი ხშირად ხდება
12:02 / 10.06.2025

გარემოს ზემოქმედება კანის დაზიანების მიზეზი ხშირად ხდება

„თეგეტა
მოტორსი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება და 5 ივნისს
კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“, ქუთაისში იწყებს.
09:00 / 05.06.2025

„თეგეტა მოტორსი“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება და 5 ივნისს კამპანიას, „არ გადაყარო, ჩააბარე“, ქუთაისში იწყებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.